Digest Logo

🎥 „დაუპირისპირდები ერთ ჩვენგანს და დაუპირისპირდები ყველა ჩვენგანს“ - ილია თოფურია

1794501940
ილია თოფურია

UFC-ის ქართველი მებრძოლი ილია თოფურია სოციალურ ქსელში საქართველოში გადაღებულ კადრებს აქვეყნებს და წერს რომ საქართველო ერთი ოჯახია.

ილია თოფურია აღნიშნულით მერაბ დვალიშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება:

„საქართველო მხოლოდ მიწის ნაგლეჯი არ არის. ეს ერთობაა, ოჯახი. ოჯახი, რომელიც ერთად ზეიმობს და ერთმანეთს იცავს. ყოველთვის.

დაუპირისპირდები ერთ ჩვენგანს და დაუპირისპირდები ყველა ჩვენგანს“, - წერს ილია თოფურია.

ცნობისთვის, 11 ნოემბერს ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ აბუ-დაბიში RAF-ისთვის ინტერვიუს ჩაწერის დროს დაღესტანელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები მოულოდნელად თავს დაესხნენ.

დაპირისპირების შედეგად დვალიშვილმა და მისმა მეგობარმა დაზიანებები მიიღეს.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Ilia Topuria (@iliatopuria)

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ საბა ლაზიშვილის წერილი ნურმაგომედოვებთან ჩხუბის შემდეგ - „უსმანი და უმარი ერთად მეჩხუბებოდა“

🎥 RAF-ის ხელმძღვანელი – „უსმან ნურმაგომედოვს ტურნირზე დასწრება აეკრძალა, მერაბ დვალიშვილის მონაწილეობა კი ჯერ გაურკვეველია“

🎥 „გული გვატკინა დაღესტნელებს“ - მერაბ დვალიშვილის ყოფილი თანაგუნდელი, რომელიც ქართველმა ამერიკაში შეიფარა

✕