Digest Logo

„დავასრულე ლექციები, გამოვედი აუდიტორიიდან და უკნიდან მესმის საუბარი ჩემზე...“ - რას წერს რუსკა ქარქაშაძე

1742393963
რუსკა ქარქაშაძე

რუსკა ქარქაშაძე ბევრისთვის საყვარელი მსახიობი და ტელესახეა. იგი ფართო საზოგადოებამ ჯერ კიდევ პატარა ასაკში, სერიალიდან „ხელოვნური სუნთქვა“ გაიცნო, სადაც მელანოს როლს ასრულებდა.

შემდეგ კი, უამრავი პროექტში თუ სატელევიზიო შოუებში იღებდა და იღებს მონაწილეობას.

21 წლის რუსკას ჰყავს მეუღლე ლაშა მოწონელიძე, რომელიც ბიზნესის სფეროში მოღვაწეობს. წყვილს ასევე ჰყავს ერთი შვილი ზუკა.

რუსკა უნივერსიტეტში სწავლობს, სადაც დღეს მომხდარ უსიამოვნო შემთხვევაზე სოციალურ ქსელში წერს:

„ზოგადად ასეთ ამბებს არ ვყვები ხოლმე ასე საჯაროდ, მაგრამ ახლა მომინდა გაზიარება. 

დღეს უნივერსიტეტში დავასრულე ლექციები და გამოვედი აუდიტორიიდან. იქვე დავდექი, ტელეფონში რაღაც საქმე მქონდა და ვაკეთებდი. 

უცებ, უკნიდან მესმის საუბარი ჩემზე. ნუ არ დავკონკრეტდები, მაგრამ კონტექსტი იყო ასეთი (ეს საერთოდ ვინ არის, ვინ ჰგონია თავისი თავი, შემდეგ ეტყობა გვერდზე მდგომმა რაღაც უთხრეს და კაი რა ფეხები არ მოგვჭამოსო).

ცხადია არაფერი შევიმჩნიე, მსგავსი ადამიანები საერთოდ როგორ უნდა აღიქვათ ადამიანებად და შევიმჩნიოთ, ეგეც არ ვიცი. 

ასე უმიზეზოდ ადამიანის ლანძღვა ძალიან დაბალ დონეზე მეტყველებს“, - წერს რუსკა ქარქაშაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

თბილისში გოლიათი ბავშვი დაიბადა

ზოდიაქოს 2 ნიშანი, რომელთათვისაც აპრილი განსაკუთრებით წარმატებული იქნება

🎥 რამდენად არის დამოკიდებული ადამიანი ამინდზე - ტრადიციული მედიცინის სპეციალისტის განმარტება