Digest Logo

„დავკარგეთ უსაყვარლესი ადამიანი...“ - კოტე მახარაძის შვილი, ბაია მახარაძე გარდაიცვალა

1794209308
 ბაია (ბარბარე) მახარაძე

ცნობილი ქართველი სპორტული კომენტატორისა და მსახიობის, კოტე მახარაძის შვილი, ბაია (ბარბარე) მახარაძე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ბაია მახარაძე მძიმე სენს ებრძოდა.

ბაია, კოტე მახარაძისა და მის პირველი მეუღლის მარინა ფიშერის საერთო შვილი იყო.

სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი, ანუკა მურვანიძე ავრცელებს:

„რით დავიწყო ეს პოსტი არ ვიცი. როგორ დავწერო ან და ენა როგორ მიტრიალდება იმის თქმით რომ დეიდაჩემი, ბარბარე (ბაია, ბაიკო) მახარაძე აღარ გვყავს. კოტეს შვილი, ივიკოს და მაკას უმცროსი და.

დავკარგეთ უსაყვარლესი ადამიანი. საშინელმა სენმა უცაბედად გამოაცალა ცხოვრებას. ჩვენი გოგო ჩაქრა, როგორც პატარა ვარსკვლავი. დაუჯერებელია, უბრალოდ დაუჯერებელი.

პანაშვიდი: 11 ნოემბერს 17: 00 ვაკის სამებაში.

გასვენება: 12 ნოემბერი - 14:00 ვაკის სასაფლაო“, - წერს ანუკა მურვანიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითის სიცოცხლე ემსხვერპლა

🎥 „თქვენში ემოციური აგრესია მატულობს...“ - მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი და ტენდენციები მიხეილ ცაგარელისგან

⭕ მერკური და ვენერა რეტროგრადულ მოძრაობას დაასრულებენ - 9-15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

✕