Digest Logo

„დავწერ იმ დედებზე, რომლებმაც სხვისი „სირცხვილის ნაყოფი“ საკუთარი შვილივით გაზარდეს, საკუთარი ცხოვრება გვერდით გადადეს“ - რას წერს თამუნა მუსერიძე

1724410565
თამუნა მუსერიძე

ტელეწამყვანი და ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე მრავალშვილიანი დედაა. იგი სოციალურ სივრცეში აქტიურობით გამოირჩევა, მეტიც თამუნა მუსერიძემ დააფუძნა ჯგუფი „ვეძებ“, რომლითაც საზოგადოებას დაკარგული და გაშვილებული ოჯახის წევრების პოვნაში ეხმარება

ამჯრად თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ მისი არაბიოლოგიური დედის გარდაცვალებიდან 8 წელი გავიდა.

„ძალიან მალე მეც დავწერ იმ დედებზე, რომლებმაც სხვისი „სირცხვილის ნაყოფი“ საკუთარი შვილივით გაზარდეს.
დედებზე, რომლებმაც არაბიოლოგიური შვილები ბიოლოგიურ დედებზე უფრო მეტად შეიყვარეს.

დედებზე, რომლებმაც საკუთარი ცხოვრება გვერდით გადადეს. და არა იმ დედებზე, რომლებმაც საკუთარი ცხოვრების ასაწყობად, შვილები ნივთებივით გადადეს გვერდზე.

დავწერ იმ დედებზე, რომლებმაც გასცეს და გაიღეს ის, რაც ბიოლოგიურებმა ვერ და არ გასცეს.

დღეს მერვედ თენდება დღე, როდესაც დავობლდი. დღე, როდესაც ამდენი პასუხგაუცემელი კითხვის წინაშე მარტო დამტოვა.

დღე, როდესაც ის სიცარიელე გამიჩნდა, რომელსაც ვერასდროს ვერავინ ვერ ამოავსებს“, - წერს თამუნა მუსერიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ჩემი პატარა ბიჭი“ - ნინო თოლორდავა დედა გახდა

რა მიგვანიშნებს, რომ მალე ცხოვრების თეთრ სარტყელში შევალთ და შეუძლია თუ არა ჩვენს ქვეცნობიერს სამყაროს ამ გზავნილების ამოცნობა