Digest Logo

„დე, სთხოვე უფალს, ნუ წაიყვანს, ჩვენი პატრიარქი მთელ ერს აქ გვჭირდება!“ - დედა თინათინი

1773756665
 რას წერს დედა თინათინი

დედა თინათინი, რომელიც აწ გარდაცვლილი ბერი ანდრიას დედა გახლდათ, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს პატრიარქ ილია მეორეზე:

„დე, ილოცე ჩვენი უწმინდესისთვის!

შენ ხომ, უფლის შემდეგ, ყველაზე ძალიან ის გიყვარდა. სთხოვე უფალს, ნუ წაიყვანს, ჩვენი პატრიარქი მთელ ერს აქ გვჭირდება! 

მახსოვს, როცა მასთან შეხვედრის შემდეგ მითხარი: „დედა, დალოცვის შემდეგ ხელზე რომ ვეამბორე, მეგონა ღრუბელს შევეხე, ისეთი ფაფუკია ჩვენი უწმინდესი“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში. 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ 16 მარტს, ღამით გადაიყვანეს.

ექიმების ინფორმაციით, პატრიარქს კუჭიდან ძლიერი სისხლდენა ჰქონდა, რის გამოც მას შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა და მოხდა სისხლდენის შეჩერება. 

ბოლოს არსებული ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მკურნალობის პროცესში თურქეთიდან ჩამოსული ექიმი ჩაერთვება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ: 

⭕ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

⭕დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე პატრიარქის მდგომარეობაზე: „კუჭიდან სისხლდენა ინტენსიური იყო“