Digest Logo

„დედა, გთხოვ, დამირეკე ტელეფონზე, ერთხელ მაინც მომიკითხე, ვერ გავურბივარ შენზე ფიქრებს...“ - დომენიკ მანგოს ემოციური წერილი დედას

1648453547
დომენიკ მანგო

სამოქალაქო აქტივისტს კუკური ბარამიძეს, იგივე დომენიკ მანგოს რამდენიმე თვის წინ დედა გარდაეცვალა. ამ დიდი ტრაგედიის შემდეგ პირად ფეისბუკ გვერდზე ხშირად აქვეყნებდა სენტიმენტალურ პოსტებს, თუმცა რა გასაკვირია, ადამიანმა დედა დაკარგა. დედა, რომელიც მანგოსთვის მეტად მნიშვნელოვანი ადამიანი იყო.

დომენიკ მანგომ სოციალურ ქსელში გარდაცვლილ დედას ემოციური წერილი მიუძღვნა, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ.

„დედა, მოდი გვერდზე დამიჯექი, კალთაზე დაგადებ თავს, შენს ფეხებს ჩავეხუტები და ერთხელ მაინც ჩავიძინებ ღრმად.

მომეცი ხელი, ლოყა მინდა შევახო, რომ კიდევ ერთხელ ვიგრძნო შენი ამაგი. გთხოვ, დამირეკე ტელეფონზე, ერთხელ მაინც მომიკითხე, ნახე რა შორს წავედი...

მომაკითხე, სადაც ვარ და გულში ჩამიკარი, როგორც ბავშვი, ისევ ჩავიძირები შენს გულში და ვიგრძნობდი შენს სუნს - ჩემო ძვირფასო.

ვერ გავურბივარ შენზე ფიქრებს, არაფერმა არ გადაფარა შენი დაკარგვა.

გთხოვ, მხოლოდ ერთი ზარით დამირეკე და მკითხე როგორ ვარ, შენზე ფიქრებმა და შენზე დარდმა გული მომიკლა.

მხოლოდ ერთი სიტყვაც საკმარისია სადღაც შორიდან, ჩახუტებასაც დავთმობ ამ კითხვის გამო...

მკითხე როგორ ვარ, ჩემო ძვირფასო“, - წერს დომენიკ მანგო.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„დღეს ატყდება ისევ ამბავი, ამიტომ დილიდანვე დავწერ მარტივად, გასაგებად“ - რას ამბობს ხათუნა ლაგაზიძე

🔵ოსკარი 2022-ის გამარჯვებულები ცნობილია - ნახეთ სრული სია

🔵„არ მინდა ვინმე დავაპანიკო, მაგრამ წინ დიდი ეკონომიკური სიდუხჭირე, არეულობები და მსოფლიო მასშტაბის დესტაბილიზაცია გველოდება“ - დომენიკ მანგო