Digest Logo

„დღეს ატყდება ისევ ამბავი, ამიტომ დილიდანვე დავწერ მარტივად, გასაგებად“ - რას ამბობს ხათუნა ლაგაზიძე

1648452604
ხათუნა ლაგაზიძე

„დავით აღმაშენებელს რომ დღევანდელი რუსული გაგებით „ნეიტრალიტეტი", „დემილიტარიზაცია" და საკუთარი ქვეყნის კასტრაცია გამოეცხადებინა, დღეს საქართველო აღარ იარსებებდა“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ თუ საქართველო ნეიტრალიტეტს აირჩევს, ქვეყანა დაკარგავს დამოუკიდებლობას. 

„დღეს ატყდება ისევ ამბავი ნეიტრალიტეტზე, ამიტომ დილიდანვე დავწერ მარტივად, გასაგებად:

საქართველოს შემთხვევაში ნეიტრალიტეტი=დამოუკიდებლობის დაკარგვას=რუსის არმიაში დასახოცად გარეკილ საქართველოს შვილებს, როგორც ახლა აფხაზები და ოსები გარეკეს.

P.S. დავით აღმაშენებელს რომ დღევანდელი რუსული გაგებით „ნეიტრალიტეტი", „დემილიტარიზაცია" და საკუთარი ქვეყნის კასტრაცია გამოეცხადებინა, დღეს საქართველო აღარ იარსებებდა.

ვინც მაინც ნეიტრალიტეტს ეთანხმებით, გზა ხსნილია რუსსკი კარაბლზე!

ვრცლად და ექსპერტულად, რა შესაძლებლობები გახსნა ზელენსკის ინტერვიუმ, მოგვიანებით გაახლებთ “, -  წერს ხათუნა ლაგაზიძე. 

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵ოსკარი 2022-ის გამარჯვებულები ცნობილია - ნახეთ სრული სია

🔵„არ მინდა ვინმე დავაპანიკო, მაგრამ წინ დიდი ეკონომიკური სიდუხჭირე, არეულობები და მსოფლიო მასშტაბის დესტაბილიზაცია გველოდება“ - დომენიკ მანგო

🔵თბილისის ზოგიერთ რაიონს ელექტრომომარაგების მიწოდება დროებით შეეზღუდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი