ცნობილი ფიტნესინსტრუქტორი, ვლოგერი და ტიკტოკერი თიკო ყაველაშვილი, რომელიც მრავალშვილიან ოჯახში გაიზარდა, 2025 წელს დაქორწინდა. მისი რჩეული ინდოელი ომარ ამანია, რომელიც საამიროებში მოღვაწეობს.
მან სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა, საიდანაც ირკვევა, რომ წყვილს მალე პირველი შვილი ეყოლება:
„დედიკოს და მამიკოს მარწყვიტო“, - წერს თიკო ყაველაშვილი.
ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე: https://www.facebook.com/reel/937559348880774
ცნობისთვის, თიკო ომარს გაცნობიდან მესამე თვეს გაჰყვა ცოლად.
წყვილმა ქორწილი ინდოეთშიც გადაიხადა.
„პირველივე დანახვისას ჩემში რაღაც მოხდა - თვალები ამიბრწყინდა, მუცელში ვიგრძენი პეპლები. მორცხვად და ჩუმად ვუყურებდი მას, ვგრძნობდი მის ემოციებს ჩემს მიმართ. ეს იყო „ერთი ნახვით შენი ადამიანის პოვნა“, მომენტი, როცა თვალები საუბრობს, თვალები იცნობს ადამიანს, და სიტყვებიც კი საჭირო არ არის. მასში პირველი, რაც შევამჩნიე და მომხიბლა, იყო მისი სუფთა და წრფელი თვალები, ბავშვური ღიმილი, უბრალოება და ჩემნაირი სტილი. სიყვარული ჩემთვის არის კომფორტის ზონა - ზრუნვა, პატივისცემა, გაგება და ნდობა. თუ რომელიმე აქ ჩამოთვლილიდან აკლია ურთიერთობას, ვფიქრობ, რაღაც კამათს მაინც გამოიწვევს. ზუსტად 8 თვეა, მე და ომარი ერთმანეთის ვიცნობთ. აქედან 5 თვეა ცოლ-ქმარი ვართ და არც ერთხელ არ ყოფილა, რომ გვეკამათოს, გვქონოდა უაზრო გაუგებრობა ან ერთმანეთის უპატივცემულობა. პირიქით, ვგრძნობ, როგორ უფრო და უფრო მიყვარდება ეს ადამიანი“, - უყვებოდა „დაიჯესტს“ თიკო რამდენიმე თვის წინ.

⭕„ხშირად მძიმე ღამეების შემდეგ, ნათელი დღეები მოდის...“ - ნუცა შანშიაშვილის განსხვავებული იმიჯი