Digest Logo

🎥 „დედისერთა იყო...“ - ქობულეთში, უმძიმეს ავარიაში დაღუპულის ვინაობა ცნობილია

1755717240
ლაშა ქირია

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ავარიის შედეგად დაშავებული 3 ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს.

ერთ-ერთი დაღუპული ახალგაზრდა 24 წლის ლაშა ქირიაა:

„ჩემო მეგობარო. 2018 წლიდან დღემდე ერთად უამრავი მოგონება დავაგროვეთ, მე, შენ, ჩვენმა მეგობრებმა.
დღეს ბოლოჯერ ვისაუბრეთ, იმ იმედით, რომ სულ მალე ჩვენი მოგონებების ისტორიას კიდევ ერთი ლამაზი დღე შეემატებოდა, მაგრამ შენ წახვედი.

შენს მესაიდუმლე მეგობარს ძალიან ატკინე გული შენი წასვლით. უფალს ებარებოდეს შენი ლამაზი სული“, - წერს ლაშა ქირიას მეგობარი სოციალურ ქსელში.

ლაშა ქირიას იხსენებს ოჯახის ახლობელიც:

„ეს როგორ მოხდა დაუჯერებელია. სიცოცხლით სავსე ლაშიკო, ზრდილი, კეთილი. რატომ ასეთი განსაცდელი მის ოჯახს. ლაშა ოჯახის ერთადერთი შვილი იყო“,- უყვება „პრაიმ ტაიმსს“ წყარო.

შემთხვევა დღეს, 20 აგვისტოს მოხდა. ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ორივეს ცეცხლი გაუჩნდა. ერთ მანქანაში მყოფი 4 ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა.

შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ გიორგი გველესიანის მეუღლე ოჯახურ კადრებს აქვეყნებს - როგორია ლინდა კიკოლაშვილის აგვისტო?

⭕ მანუ მურღულია ბათუმიდან ახალ კადრებს აქვეყნებს, სადაც ულამაზეს თეთრ კაბაში პოზირებს

⭕„ვზივარ და ვიხსენებ ჩემი წარსულის არდადეგებს...არასოდეს ვყოფილვარ მსგავსად ბედნიერი“ - ნანუკა გულუა ოჯახურ კადრებს აქვეყნებს