
რამდენიმე კვირის წინ მსახიობი და ტელეწამყვანი ნანუკა გულუა მესამე შვილის დედა გახდა. წყვილმა მესამე შვილს კირა დაარქვა.
ამჯერად ნანუკამ სოციალურ ქსელში შვილების ფოტოები გამოაქვეყნა, როგორც პოსტიდან ვიგებთ იგი ოჯახთან ერთად ზღვაზე ისვენებს:
„ზღვაზე ვართ მე და კახუნა ძიძის გარეშე და გაგიჟების პირას.
დაღლილები, რუჯის გარეშე, ალკოჰოლის გარეშე, ღამის კლუბების და ფესტივალის გარეშე.
მე ჩემთვის არასასიამოვნო სხეულში ჩამჯდარი ვზივარ და ვიხსენებ ჩემი წარსულის უბრდღვიალეს არდადეგებს და გულწრფელად გეუბნებით არასოდეს ვყოფილვარ მსგავსად ბედნიერი.
არასოდეს!“, - წერს ნანუკა გულუა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ თაკო ჩხეიძე ულამაზეს ლუქში - მოდელის ფოტოები სოცქსელს იპყრობს
⭕ ილია თოფურია თუ არმან ცარუკიანი - ხამზატ ჩიმაევმა მათ შესაძლო ბრძოლაზე ისაუბრა