მომღერალი თამუნა ამონაშვილი 16-წლიანი ლოდინის შემდეგ დედა გახდა. მას და მის მეუღლეს, რეზიკო არჩვაძეს, ქალ-ვაჟი შეეძინათ.
ტყუპები რამდენიმე თვის წინ მოინათლნენ.
თამუნა ამონაშვილმა სოციალურ ქსელში ფოტო გაავრცელა, სადაც იგი ახალშობილ იონა და მელანიასთან ერთად პოზირებს:
„„დედობის პირველი წამები...“, - წერს მომღერალი.
ცნობისთვის, 22-წლიანმა თანაცხოვრებამ მომღერლისა და პროდიუსერის წყვილი ბევრ ქარტეხილს გამოატარა. საქართველოსა და რუსეთში ცხოვრებას თან სდევდა მუდმივი მკურნალობა და შვილთან შეხვედრის დიდი მოლოდინი.
როგორც თამუნა ამონაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, ფიქრობდა, რომ მისი მისია მომღერლობა და ადამიანების ცხოვრების გალამაზება იყო. თუმცა მოხდა საოცრება და დღეს, 60 წელს გადაცილებული მომღერალი, ორი შვილის დედა გახდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი მომდევნო დღეების განმავლობაში საქართველოში?
⭕„პრინცესა გოგო 6 წლის გახდა...“ - ბუდუ ზივზივაძე შვილს დაბადების დღეს ულოცავს