დიზაინერი დემნა გვასალია ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველის, ცირა შენგელიას რესტორანს მამასთან და პარტნიორთან ერთად სტუმრობდა.
„სამყაროს თავისი გასაოცარი გზები აქვს.
მე შევხვდი ადამიანს, რომელიც მსოფლიოსთვის ნაცნობია, მაგრამ ის თავისი სულით უფრო დიდია, ვიდრე სახელით. ასეთი საოცარია სამყარო.
დემნა, მიყვარხარ.
მადლობა იმ ემოციისთვის, რაც დღეს ვიგრძენი“, - წერს ცირა შენგელია ფეისბუკზე.
„საუკეთესო ოთხშაბათი. West Village-ში დემნა გვასალიას და მის ოჯახს ვუმასპინძლეთ.
სტუმართმოყვარეობა ჩვენი გულია, იმ ადამიანთან ჩვენი სუფრის გაზიარება კი, ვისაც ქართული სული მსოფლიოს უდიდეს სცენებზე გადააქვს, დაუვიწყარი მომენტია.
გაუმარჯოს ოჯახს, ტრადიციას და შთაგონებას“, - წერია რესტორნის გვერდზე.
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: