Digest Logo

ლაშა ბასლანძე 41 წლის გახდებოდა: „21 წლის განმავლობაში მომეცი მთელი ცხოვრების სამყოფი ემოციები“ - რას წერს გარდაცვლილი ბიზნესმენის ქალიშვილი

1778832798
 ლაშა ბასლანძე

დღეს, 15 მაისს, რესტორან „ქვევრის“ გარდაცვლილი მფლობელი, ლაშა ბასლანძე 41 წლის გახდებოდა. ამ დღესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს მისი უფროსი შვილი, ელენე ბასლანძე, რომელიც მამასთან გატარებულ წლებსა და უდიდეს სიყვარულზე საუბრობს.

ელენე ბასლანძემ მამას, რომელსაც თავის „ყველაზე დიდ გულშემატკივარს“ უწოდებს, დაბადების დღე გულისამაჩუყებელი სიტყვებით მიულოცა. მისი თქმით, ლაშა მისთვის არა მხოლოდ მამა, არამედ საუკეთესო მეგობარიც იყო, რომელთან ერთადაც გაიზარდა.

„დღეს ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივრის დაბადების დღეა.

სიტყვებით ვერ გადმოვცემ რამდენად ჩემი ხარ ლაშიკო.

ყველაფრით.

ფიქრით, გრძნობით, ქცევით……. სულ იმას ვწერდი რომ ერთად ვიზრდებოდით და მართლაც ასე იყო.

ჩემი მამა და ჩემი საუკეთესო მეგობარი!

21 წლის განმავლობაში მომეცი მთელი ცხოვრების სამყოფი ემოციები. მთელი ჩემი არსით მიყვარხარ, მენატრები და ღმერთს მადლობას ვუხდი რომ შენი შვილი მქვია!“, - წერს ელენე ბასლანძე. 

შეგახსენებთ, რომ  რესტორან „ქვევრის“ მფლობელი ლაშა ბასლანძე 40 წლის ასაკში გარდაიცვალა, იგი 4 ნოემბერს დაკრძალეს. მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ახლობლები გულის შეტევაზე საუბრობენ. ლაშა ბასლანძის მეუღლე მომღერალი სალომე ბაკურაძეა.

წყვილს ერთი შვილი სანი ჰყავთ, ხოლო უფროსი შვილი, ელენე მას პირველი ქორწინებიდან ჰყავს.