Digest Logo

დღეს ბოლო გზაზე სიმღერით გავაცილოთ და ყველამ გავაზიაროთ ჯაბას სიმღერები - ჯაბა ბოჯგუას დედა საზოგადოებას მიმართავს

1600596831
მანანა გვასალია

ცნობილი ქართველი მომღერალი ჯაბა ბოჯგუა 17 სექტემბერს გარდაიცვალა, დღეს მას დაკრძალავენ.

ჯაბა ბოჯგუას დედა მანანა გვასალია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საზოგადოებას მოუწოდებს, ბოლო გზაზე მისი შვილი სიმღერით გააცილონ და ჯაბას სიმღერები გააზიარონ.

„დღეს ბოლო გზაზე სიმღერით გავაცილოთ და ყველამ გავაზიაროთ ჯაბას სიმღერები....დედას შვილი არ უნდა უკვდებოდეს არაააააა.......როგორ ვიცხოვრო უშენოდ შვილოო, დამთავრდა ჩემი სიცოცხლე შენთან ერთად...ჩემო ერთადერთო.....“- წერს გარდაცვლილი ჯაბა ბოჯგუას დედა.

ინფორმაციისთვის, ჯაბა ბოჯგუას გულის პრობლემები აწუხებდა. ის თაღლითობისთვის დაიჭირეს 2008 წელს და გულის უკმარისობის გამო, შეუძლოდ გახდა, რის გამოც კომაში ჩავარდა და საპატიმროდან გაათავისუფლეს.

მომღერალი კომატოზურ მდგომარეობაში 12 წელი იყო.