ახალგაზრდა მარიამ დუგლაძე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციაზე სოციალურ ქსელში ლაშა მარგიანი წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ავტოკატასტროფის დროს მცირეწლოვან შვილთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად იმყოფებოდა. დაიღუპა ყველა მათგანი, მხოლოდ ბავშვი გადარჩა.
„დღეს ჩემი კლასიდან პირველი კლასელი მივაბარეთ მიწას, სიცოცხლითა და სინათლით სავსე გოგო...
არ ვიცი, რატომ ატყდებათ ადამიანებს ასეთი დიდი ტრაგედიები თავზე.
სასუფეველი დაუმკვიდროს ღმერთმა შენს სულს, მოგვენატრები“, - წერს ლაშა მარგიანი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵ჟვანიას კლინიკა გრიგოლ ნარსიას შვილის მკურნალობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
🎥 პირველადი სამედიცინო დახმარების წესები - როგორ გავაჩეროთ სისხლდენა უბედური შემთხვევის დროს?