Digest Logo

ჟვანიას კლინიკა გრიგოლ ნარსიას შვილის მკურნალობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

1663841470
ჟვანიას კლინიკა

ჟვანიას სახელობის ბავშვთა კლინიკა ქუთაისში, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის გრიგოლ ნარსიას შვილის მკურნალობის საკითხთან გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე განცხადებას ავრცელებს.

ჟვანიას კლინიკაში აცხადებენ, რომ გრიგოლ ნარსიას არასრულწლოვანი შვილი ამავე კლინიკაში მკურნალობის კურსს არ გადის. 

„მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში განხორციელებული თავდასხმის საქმეზე დაკავებული პირის გრიგოლ ნარსიას ადვოკატის განმარტების თაობაზე, სადაც აღნიშნულია, რომ დაკავებულმა, მოტივთან დაკავშირებით, ბავშვის ჯანმრთელობა და ეკონომიკური მდგომარეობა დაასახელა.

„შვილი გულის მანკითაა დაავადებული, რომელიც 6 თვიდან მკურნალობს და ახლა 14 წლისაა, სარეაბილიტაციო კურსს ჟვანიას კლინიკაში გადის, რომელიც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. გულზე შუნტირება 6 წლის ასაკში აქვს გაკეთებული და ჟვანიას კლინიკაში ყოველ წლიურად გადის სარეაბილიტაციო კურსს. მას სახელმწიფოსგან არანაირი დახმარება არ ჰქონია“

ამ ინფორმაციაში დაშვებულია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკისთვის მნიშვნელოვანი უზუსტობა, ვინაიდან ხსენებულ კლინიკაში არ მიმდინარეობს ბავშვთა კარდიოქირურგიული ოპერაციები და შესაბამისად, არ ტარდება რეაბილიტაციის კურსი.

აქედან გამომდინარე, დაკავებული გრიგოლ ნარსიას შვილს ამ კლინიკაში რეაბილიტაციის კურსის გავლა არ შეეძლო და არც გაუვლია.

ზემოხსენებული გარემოებიდან გამომდინარე, კლინიკას არ გააჩნია არანაირი ინფორმაცია გრიგოლ ნარსიას შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და ზემოთ მითითებული დიაგნოზით კიდევ ერთხელ უარყოფს ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში გრიგოლ ნარსიას შვილის მკურნალობის ფაქტს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, 20 სექტემბერს ქუთაისში საქართველოს ბანკში თავდამსხმელი შეიჭრა. შსს-ს ინფორმაციით, მას 12 ადამიანი მძევლად ჰყავდა აყვანილი. თავდამსხმელი თავდაპირველად 2 მილიონ აშშ დოლარს ითხოვდა, თუმცა, მოგვიანებით მოთხოვნა მილიონ-ნახევარი დოლარით შეცვალა. ნიღბიან თავდამსხმელს სამხედრო ფორმა ეცვა და სხეულზე, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობები ჰქონდა დამაგრებული.

ბანკზე თავდამსხმელი მძევლების დახმარებით რეგულარულად რთავდა ფეისბუკ ლაივებს. ის ულტიმატუმებს უყენებდა პოლიციას და შენობის აფეთქებით იმუქრებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ოთხი მუხლით დაიწყო:

⭕ მუხლი 144 - მძევლად ხელში ჩაგდება

⭕ მუხლი 236 - საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება

⭕ მუხლი 323 - ტერორისტული აქტი

⭕ მუხლი 329 - მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით

ასევე დაგაინტერესებთ👇

🎥 პირველადი სამედიცინო დახმარების წესები - როგორ გავაჩეროთ სისხლდენა უბედური შემთხვევის დროს?

🔵„ვულოცავ ჩემს მზეკაცს“ - თამარ ივერის ქმარი იუბილარია

🔵„მოწყობილობები დაამზადა თვითონ, მათში იყო პლასტმასის მილები, მარილი და სათამაშო მანქანის ციმციმები“ - გრიგოლ ნარსიას ადვოკატი