პროფესორი სოფიო ბერიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და პირველადი ჯანდაცვის შესახებ წერს, მისი თქმით, დამძიმების ნიშნების დროული ამოცნობა, პრეჰოსპიტალური მართვა გადამწყვეტია.
„დღეს გადამწყვეტია - დამძიმების ნიშნების დროული ამოცნობა, პრეჰოსპიტალური მართვა!
დამძიმების და კრიტიკულ განყოფილებაში მოხვედრის შემდეგ, რა სტატისტიკაც გვაქვს, ყველა ვხედავთ....
ჯერ საყოველთაო მობილიზებისკენ არ მოუწოდებიათ ეს ნიშნავს, რომ გვაკმაყოფილებს კადრების რაოდენობაც და მართვის სქემაც...
გვაკმაყოფილებს?
არ ვიცი, ვისი პროექტია, ვინ არის პასუხისმგებელი პირველად ჯანდაცვაზე - ამოიცანით თქვენი თავი და იმოქმედეთ!
-ქუდზე ექიმი გამოიძახეთ...
-ექიმი და არა დიპლომი.
ძვირფასო ოჯახის, ონლაინ, კოვიდ ექიმებო - რაც არ უნდა გაზვიადებულად მოგვეჩვენოს, ჩვენზეა დამოკიდებული მომდევნო ორი თვის სიკვდილის ქრონიკა!
ჰუმანურობის, ეთიკის და მორალის ამბავია, ვაღიაროთ, თუ ვერ ვწვდებით საქმეს... ან ეს საქმე აღემატება ჩვენს კომპეტენციას...,- წერს სოფო ბერიძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„არ ჩამოხვიდეთ ბათუმში დასასვენებლად, მაღალი რისკია“ - ექიმი სოფო ბერიძე