Digest Logo

„დღეს ის ქალები რომლებიც თაიგულებს მიიღებენ საჩუქრად შეიძლება ისევ სასიკვდილოდ გაიმეტონ“ - ლელა მებურიშვილი

1709923630
ლელა მებურიშვილი

მსახიობი ლელა მებურიშვილი სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ფილმიდან  ვიდეოს ამონარდს აქვეყნებს და წერს, რომ 8 მარტს, ქალთა დღეს ის ქალებიც მიიღებენ საჩუქრად თაიგულებს, რომლებიც შესაძლოა სასიკვდილოდ გაიმეტონ.

მისი თქმით, ძალადობას გამართლება არ აქვს.

„არ მიყვარს მძიმე და არასასიამოვნო ემოციების გაზიარება, მაგრამ დღეს რატომღაც განსაკუთრებით ბევრი საშინელი ამბავი მოვისმინე. ალბათ იმიტომ რომ დღეს ის ქალები რომლებიც თაიგულებს მიიღებენ საჩუქრად შეიძლება ისევ სასიკვდილოდ გაიმეტონ.

დაუსრულებელი, წარმოუდგენელი სისასტიკე რომელსაც ვერაფრით, ვერავინ ვერ ვერევით. ძალადობას გამართლება არ აქვს. იქნება ეს ქალზე, მამაკაცზე, ბავშვზე თუ ცხოველზე“, - წერს ლელა მებურიშვილი.

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Lela Meburishvili (@lmeburishvili)

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 ქორწილში შვილმა, დედა ეტლიდან ამოიყვანა და მასთან ერთად იცეკვა - ემოციური კადრები

🎥 „საუკეთესოები ხართ“ - ბაბი კირკიტაძის და ნიკო ნანიტაშვილის არგენტინული ტანგო, რომელმაც საზოგადოება აღაფრთოვანა

🎥 ქორწილში შვილმა, დედა ეტლიდან ამოიყვანა და მასთან ერთად იცეკვა - ემოციური კადრები