
„ღამის სარდაფი“ - ასე ჰქვია სოციალურ სივრცეში ორი ახალგაზრდის მიერ შექმნილ პლატფორმას, რომლებსაც საზოგადოება „რიბაკი ბიჭების“ სახელით იცნობს.
ლუკა გადელია და ლაშა გუშარაშვილი რამდენიმე თვეა სოციალურ ქსელში აქტიურად გამოჩნდნენ, მათმა ვიდეოებმა საზოგადოების დიდი ყურადღება და პოპულარობა დაიმსახურა.
განსაკუთრებით საყურადღებოა ეპიზოდი „სათევზაოდ“, რომელიც ხალხმა აიტაცა, სწორედ აღნიშნული ვიდეოდან გამომდინარე მოიხსენიებენ ლუკასა და ლაშას, როგორც „რიბაკი ბიჭები“.
მათი პოპულარობა სოციალურ ქსელებში დღითი დღე იზრდება, ამჯერად მწერალი გიორგი კეკელიძე დაინტერესდა ბიჭებით და მათ ესტუმრა.
„დღეს რიბაკი ბიჭები გავიცანი. თავისთან დამპატიჟეს. თევზებზე წიგნები მივუტანე და კიდევ ,,მივაწოდე კამპოტი".
ორ იუმორისტულ პროექტს ვგულშემატკივრობ განსაკუთრებით კეთილები და ამათ.
ესენი აბსურდის იუმორს ქმნიან, რაც ბეწვის ხიდია, კიჩად არ იქცეს, მაგრამ იოლად გადიან ამ ხიდს“, - წერს გიორგი კეკელიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „გადამრია სვანებმა და სვანეთმა“ - რა ვიდეოს აქვეყნებს გივიკო დიდია