Digest Logo

„დღეს შენი დაბადების დღეა... 17 წლის მოგკლეს ზარალამ და რურუამ“... - რას წერს თამარ თორაძე?

1619469174
თორაძე

ვერელი თორაძეების ტრაგედიის შესახებ ყველამ კარგად იცის. ჩაცხრილული ოჯახიდან მხოლოდ ერთი წევრი, თამარ თორაძე გადარჩა. ის დღემდე იბრძვის სამართლიანობის აღსადგენად და დამნაშავეების დასასჯელად...

როგორც თამარი სოციალურ ქსელში წერს, დღეს, 27 აპრილს მისი გარდაცვლილი ძმის, 17 წლის იმედას დაბადების დღეა. 

„შენი დაბადების დღეა ჩემო საყვარელო!
არ ვიცი რატომ, მაგრამ მამას უთქვამს ეს იქნება ოჯახის იმედი და მოდი იმედო დავარქვათო!
ჩემო იმედო! რანაირად ხდება რომ შენს მკვლელს შენივე დაბადების დღეზე უშვებენ თავისუფლებაზე ისე, რომ არც დასჯილა იმისთვის რომ მოგკლა!!

მაპატიე ჩემო საყვარელო ძმაო ასეთი უსამართლობის წინაშე უძლურია შენი პატარა და!
ქედს ვიხრი შენ და მთელი ოჯახის წინაშე და ვაღიარებ რომ ლაჩარი ვარ!

აქამდე რომ მოვიყვანე ზარალა რურუა სულაბერიძე ტილიკა და სხვა მრავალი! (გოგა ზამთარაძე „შნირიც“ გარეთ გდია)

და მაინც ჩემო ძვირფასო იმედო მაქვს შენი იმედი რომ ამ უსამართლობას ზემოდან დაჰყურებ და უკეთესი გეგმა გაქვს ჩემი გულის გასახარებლად და დედამიწის ამოსასუნთქად!

დამეხმარე გხთოვ! დავასრულოთ ეს ბოროტები ზემოთ ჩამოთვლილი და არ ჩამოთვლილი!

ღმერთს თხოვე, შენ დაბადების დღეზე საჩუქრად ბოროტების დასრულება გთხოვ!
გილოცავ უკარგესო ადამიანო

17 წლის მოგკლეს ზარალამ და რურუამ, მაგრამ არაუშავს შენი სახელი მაინც ვერ მოკლეს და შენ მარადიული სიცოცხლე გეჩუქა“,- წერს თამარ თორაძე.