Digest Logo

„დღეს სკოლაში დაბრუნდა. დაგვარწმუნა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, რომ სიყვარული გადამდებია“ - რას წერს დათის მასწავლებელი

1676960373
დათიკოს მასწავლებელი

2022 წლის 31 მარტს, თბილისში, შარტავას გამზირზე 8 წლის დათი ქოქრაშვილს ავტომობილი დაეჯახა. მას მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. დათი სამკურნალოდ ისრაელში იმყოფებოდა და დიდი დროის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა.

ერთწლიანი პაუზის შემდეგ, დათი ქოქრაშვილი წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლაში დაბრუნდა — სკოლის მოსწავლეებმა მას განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს.

დათის ერთ-ერთი მასწავლებელი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

„ასე მგონია, ამ პატარა ბიჭის ამბავმა სამყარო უფრო კეთილი, ფერადი, ძლიერი გახადა მასავით და ყველა ერთად დაგვარწმუნა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, რომ სიყვარული გადამდებია, რომ, რომ, რომ.... აღარ ვიცი როგორ ვთქვა...

დღეს სკოლაში დაბრუნდა დათიკო... ეს ჩემი სკოლაა... ჩვენ აქ ყველაზე კარგად სიყვარულს ვასწავლით ბავშვებს,
დათიკო გმირია! მისი დედიკო და მამიკოც გმირები! ღმერთო, ულხინე ყველა ბავშვს ქვეყანაზე“, - წერს დათის მასწავლებელი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „იმდენად ცუდად ვიყავი, რომ დედაჩემი ვერ გადავარჩინე, ამ შეგრძნებამ დამანგრია... ვერ ვიგლოვე“ - რას ჰყვება ნანუკა ჟორჟოლიანი

🎥 „რა ლამაზი ხარ“ - ორსული ნანუკა გუდავაძე ახალ ვიდეოს აქვეყნებს

🔵21 თებერვლის ამინდის პროგნოზი