21 ივნისს მოსკოვში უნიჭიერესი ქართველი მომღერალი, ლევან კბილაშვილი, სახლში გარდაცვლილი იპოვეს. სოციალურ ქსელში გარდაცვლილი მომღერლის დედა მელიტა ფურცელაძე ხშირად წერს შვილის შესახებ.
ამჯერად ის წერს, რომ შვილის საფლავზე სრულიად უცხო ადამიანები ხვდებიან.
„დღევანდელი დღე გუშინდელზე უარესია. ხვალ ალბათ კიდევ უარესი და რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ასე ???
მოვედი შენთან და …. რა გააკეთე, რა შესძელი, როგორ შეაყვარე თავი ასე ყველას, მოვალ და …
სრულიად უცხო ადამიანები მხვდებიან თავდახრილი, აცრემლებული. დღეს კი მუხლებზე დამდგარი, ორი დიდი ხელის ნაკვალევი დამხვდა მიწაზე. არ ვახელი ხელი, ისე დავტოვე ასე გეფერებიან დე. ასე ენატრები ყველას მაგრამ ყველაზე მეტად მე და შენ ვართ ერთმანეთს მონატრებული.
ხოდა ხვალ რომ უარესის უარესი დილა გათენდება და ვეღარ ვუძლებ რა ვქნა???
პასუხს შენგან ველოდები დე“ - წერს მელიტა ფურცელაძე.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ: