Digest Logo

„საქართველოს წყლებში წყალქვეშა ნავებს ვხედავ - დღეს უფრო საშიში ბუნებაა... ის თავის მრისხანებას აჩვენებს ხალხს ვულკანური ამოფრქვევებითა და მიწისძვრებით“ - ლელა კაკულია

1677337547
ლელა კაკულია

წინასწარმეტყველი ლელა კაკულია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ საქართველოში მსოფლიო პოლიტიკა ამოყირავებულია, მაგრამ საქართველოს არაფერი ემუქრება.

მისივე თქმით, საქართველო ნატოშიც შევა და ევროკავშირშიც და ყველგან თაიგულებით დაგვხვდებიან.

🔵„დაწერილია, რომ უნდა მოხდეს. სამწუხაროდ, მოხდება კიდეც“ - რას წინასწარმეტყველებს ლელა კაკულია

„2023 წლის 25 თებერვალი ვხედავ სამხედრო გემებს შავ ზღვაში - საქართველოს წყლებში.

რასაც ვხედავ, ყველაფერი სრულდება. კოსმოსიდან კი კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მოდის. შავ ზღვაზე მარტო სამხედრო გემებს კი არა, წყალქვეშა ნავებსაც ვხედავ. მსოფლიო პოლიტიკა ამოყირავებულია, მაგრამ საქართველოს არაფერი ემუქრება. დღეს უფრო საშიში ბუნებაა. ის თავის მრისხანებას აჩვენებს ხალხს ვულკანური ამოფრქვევებითა და მიწისძვრებით. ყველაფერი ჯერ ისევ წინაა. მაგრამ საქართველოს მყარად დგას ფეხზე.

რაც უნდა მოიმოქმედოთ, შადიმანებო, ქართველებს ვერ დააჩოქებთ, ვე-რა! რასაც ვამბობ, ყველაფერი მთელი სიზუსტით სრულდება.

საქართველო ნატოშიც შევა და ევროკავშირშიც და ყველგან თაიგულებით დაგვხვდებიან. ამინ!!!“ - წერს ლელა კაკულია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵გელათის სამონასტრო კომპლექსში სარესტავრაციო სამუშაოებს საპატრიარქო უხელმძღვანელებს, კულტურის სამინისტრო კი სამუშაოებს ფინანსურად უზრუნველყოფს

🔵მართლმადიდებელი ეკლესია მიტევების კვირას აღნიშნავს

🔵„ეს შემზარავი ამბავი სწორედ მაშინ დაიწყო, როცა მესიჯი მივიღე…“ – ალეკო შუღლაძე