წარმატებული ქართველი სპორტსმენი ლიანა ჯოჯუა 28 სექტემბერს დაქორწინდა.
წყვილმა ტრადიციული ქართული ჯვრისწერა მცხეთის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გადაიხადა.
სპორტსმენმა ქორწილის ფოტოები სოციალურ ქსელში გაგვიზიარა:
„დიდებული წყვილი! გილოცავ!“.
„ძალიან ლამაზი წყვილი ხართ, ბედნიერებას და გამრავლებას გისურვებთ!“.
„ულამაზესი გოგო ხარ, დიდებული პატარძალი“, - წერენ კომენტარებში.
ლიანა ჯოჯუას მეუღლე ნიკა ჯაფარიძეა.
იგი არ არის პროფესიონალი სპორტსმენი, თუმცა აქტიურად ვარჯიშობს და ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს.
ლიანამ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მის რჩეულს საკმაოდ მკაცრი ხასიათი აქვს, ნიკას სახით კი ზუსტად ისეთი პარტნიორი იპოვა, რომელიც მას იდეალურად აბალანსებს.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„10 წლის შემდეგ...“ - რატი გაჩეჩილაძე ოჯახურ კადრებს გვიზიარებს
⭕„გამოიცანით, რა არის ჩემი სუპერ ძალა“ - ალექსანდრა პაიჭაძის პიკანტური ფოტოები საცურაო კოსტიუმში