მომღერალი და პროექტ „ნიჭიერის“ ჟიურის წევრი, ნუცა ბუზალაძე, სოციალურ ქსელში შოუს მიმდინარეობასა და თავის ემოციურ გადაწყვეტილებაზე წერს. არტისტის თქმით, პროექტში მონაწილეობამ მას კიდევ ერთხელ დაანახვა ნიჭისა და სიკეთის უდიდესი ძალა.
„ნიჭიერის“ სცენაზე ნუცას მიერ გამოყენებულმა „ოქროს ღილაკმა“ პროექტის ერთ-ერთ მონაწილეს ფინალისკენ სავალი გზა გაუხსნა, რამაც მაყურებლისა და ჟიურის სხვა წევრების დიდი მოწონება დაიმსახურა.
„ამ პროექტმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რამდენად დიდი ძალა აქვს ნიჭს, ადამიანობასა და სიკეთეს.
ყოველი ადამიანის უკან უნიკალური ისტორია და ოცნება დგას. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი „ოქროს ღილაკით“ ერთ-ერთი ამ ოცნების ახდენის ნაწილი გავხდი!
ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება ადამიანების გაბედნიერებაა და სწორედ ეს არის ჩემი მთავარი მიზანიც, როგორც არტისტის“, - წერს ნუცა ბუზალაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ხაშურში მომხდარ ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 2 კი დაშავდა
⭕2027 წელს ხელფასები იზრდება - ვის შეეხება ცვლილება?
⭕როგორ მოვიშოროთ გარდერობში უსიამოვნო სუნი? - მეთოდი, რომელიც პრობლემას მოგიგვარებთ