Digest Logo

„დიდი მადლობა ყველაფრისთვის თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ!“ - გია ბაღაშვილი პატრიარქს დაემშვიდობა

1774191569
გია ბაღაშვილი

საქართველომ კათოლიკოს-პატრიარქი უკანასკნელ გზაზე გააცილა - უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, მისი სურვილისამებრ, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ტელეწამყვანმა და მუსიკოსმა გია ბაღაშვილმა სოციალურ ქსელში პატრიარქთან ერთად გადაღებული ფოტო გაავრცელა და გარდაცვლილს კიდევ ერთხელ დაემშვიდობა:

„დიდი მადლობა ყველაფრისთვის თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ!

ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი თქვენს სპეტაკ სულს იქ, სადაც მართალნი განისვენებენ“, - წერს გია ბაღაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ასევე დაგაინტერესებთ:

„დრო ამბობს: „მშვიდობით“, მარადისობა: „ნახვამდის“, პატრიარქი ამბობს: „ნუ გეშინია“ - რას წერს გია მურღულია

„მდუმარედ მოსიარულე, აჭარის მაღალმთიანი სოფლიდან ჩამოსულების გვერდით მოვხვდი, თითო თეთრი ვარდი და სახლიდან წამოღებული კელაპტრები ეჭირათ“ - გოდერძი შარაშია

🎥 „მახსოვს ერთი შეხვედრა ძალიან ჩამრჩა გულში...“ - თამარ გვერდწითელი პატრიარქთან ერთ-ერთ შეხვედრას იხსენებს