ჟურნალისტი, ტელეწამყვანი გოდერძი შარაშია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდს უკავშირდება:
„გუშინ, სამების გზაზე მდუმარედ მოსიარულე, აჭარის მაღალმთიანი სოფლიდან ჩამოსულების გვერდით მოვხვდი.
სახლიდან დილის 3 საათზე გამოვედით და თბილისში 10-ზე ვიყავითო. რიგში 11 საათზე ჩამდგარან. თითო თეთრი ვარდი და სახლიდან წამოღებული კელაპტრები ეჭირათ.
ერთი წყვილი მთელი გზა განსაკუთრებით ლოცულობდა, მიყვარხარ პატრიარქოს ამბობდნენ შიგა და შიგ
ვუყურებდი და ვფიქრობდი რამხელა სიყვარულს ატარებდნენ ვფიქრობდი და მათ ჩემს თავს ვადარებდი.
მე პატრიარქთან უშუალოდ შეხვედრის რამდენიმე ისტორია მქონდა მათ არცერთი, მაგრამ მათი სიყვარული ჩემსაზე ბევრად დიდი იყო ბოლომდე იარეს, მეც გვერდიდან არ მოვშორდი, რამხელა სიყვარულით იარეს ენით ვერ აღვწერ გვიან შევედით.
ისინი პირდაპირ აჭარაში ბრუნდებოდნენ. დილით ამ ამბის გახსენებამ დამასევდიანა, მაგრამ თან მაბედნიერებს და ამიტომ დავწერე.
მადლობა ჩემო აჭარლებო, რომელთა არც სახელი ვიცი და არც გვარი. მათი კელაპტრები მინდა მხოლოდ ბედნიერების ჟამს ინთებოდეს“, - წერს გოდერძი შარაშია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ჯარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს ემშვიდობება - ფოტოალბომი