
ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ბრიტანული შოუს ანალოგი „ვინ ვინ არის“ მეოთხე სეზონის ფინალური ტური გაიმართა.
ტელეკომპანია „იმედის“ მეგაპროექტის, „ვინ ვინ არის“ მეოთხე სეზონის გამარჯვებული გია ბაღაშვილი გახდა, რომელსაც კენგურუს ნიღაბი ჰქონდა მორგებული. ამჯერად მან სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა:
„ძვირფასო მეგობრებო, დამთავრდა ტელეკომპანია „იმედის“ მეგაპროექტის, „ვინ ვინ არის“, მეოთხე სეზონი, რომლის გამარჯვებული... აღმოვჩნდი მე:))
დიდი მადლობა ყველას, ვინც მგულშემატკივრობდით, თანაც ისე, რომ არ იცოდით, რომ ეს მე ვიყავი:))
და ძალიან დიდი მადლობა მათ, ვინც ახლა მილოცავთ, მას შემდეგ, რაც ყველაფერი გაცხადდა! უღრმესი მადლობა!!!“, - წერს გია ბაღაშვილი.
ცნობისთვის, ფინალში ერთმანეთს ოთხი კონკურსანტი დაუპირისპირდა, რაც უპრეცედენტო შემთხვევა იყო.
მეგა შოუს „ვინ ვინ არის“ მეორე ადგილი პანტერამ დაიკავა და მისი ნიღაბი აჩიკო სოლოღაშვილს ჰქონდა მორგებული, მესამე ადგილის მფლობელი მედუზა გახდა. მისი ნიღაბი კი თიკა ჯამბურიას ჰქონდა მორგებული, ხოლო მეოთხე ადგილი დაიკავა ფარაონმა, მისი ნიღაბი მორგებული ჰქონდა ზურაბ მანჯავიძეს.
გრანდიოზულ საფინალო სანახაობას საპატიო სტუმრები, პროექტის განვლილი სეზონების მონაწილეებიც ესწრებოდნენ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ - რა ინფორმაციას ავრცელებს გარემოს სააგენტო