
ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ბრიტანული შოუს ანალოგი „ვინ ვინ არის“ მეოთხე სეზონის ფინალური ტური გაიმართა.
მეგა შოუს გამარჯვებული გახდა კენგურუ, რომლის ნიღაბი გია ბაღაშვილს ჰქონდა მორგებული.
ფინალში ერთმანეთს ოთხი კონკურსანტი დაუპირისპირდა, რაც უპრეცედენტო შემთხვევა იყო.
მეგა შოუს „ვინ ვინ არის“ მეორე ადგილი პანტერამ დაიკავა და მისი ნიღაბი აჩიკო სოლოღაშვილს ჰქონდა მორგებული, მესამე ადგილის მფლობელი მედუზა გახდა. მისი ნიღაბი კი თიკა ჯამბურიას ჰქონდა მორგებული, ხოლო მეოთხე ადგილი დაიკავა ფარაონმა, მისი ნიღაბი მორგებული ჰქონდა ზურაბ მანჯავიძეს.
გრანდიოზულ საფინალო სანახაობას საპატიო სტუმრები, პროექტის განვლილი სეზონების მონაწილეებიც ესწრებოდნენ.
„ვინ ვინ არის?“ სამი თვის განმავლობაში მთავარი კითხვა იყო. დეტექტივის როლს კი „იმედის“ მაყურებელი ასრულებდა. საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი 12 კონკურსანტი „დეტექტივ-ჟიურის“ წინაშე სცენაზე შენიღბული გამოდიოდა და მუსიკალურ ნომრებს წარმოადგენდა.
რეიტინგის საიდუმლო პროექტის იდუმალებაშია - კონკურსანტებისთვის მეტოქეების, პერსონალური პროდიუსერებისთვის კი საკუთარი კონკურსანტების ვინაობა უცნობი იყო.
შოუს მონაწილე სუპერ ვარსკვლავებს ამ სივრცეში მანტიის და ნიღბის გარეშე გამოჩენა ეკრძალებოდათ. კოსტიუმებს პირად კარავში ირგებდნენ და სცენაზე გადიოდნენ. ნიღაბს მიღმა შესაძლოა მსახიობი, მუსიკოსი, სპორტსმენი, პოლიტიკოსი ან ნებისმიერი სხვა სფეროს წარმომადგენელი ყოფილიყო დამალული. ვოკალური მონაცემების, სამსახიობო ოსტატობისა და აზარტულობის გარდა, შოუში მოხვედრის მთავარი კრიტერიუმი მაღალი პოპულარობა იყო.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 თაკო ნაცვლიშვილი საბერძნეთში გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს - „ბედნიერი დღეები გქონდეს“