ჟურნალისტი და ტელეწამყვანი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო სიახლეს აზიარებს. ამჯერად მისი შემოქმედებითი ცხოვრება საერთაშორისო კინო პროექტს დაუკავშირდა, ლიკლიკაძემ გერმანულ-აზერბაიჯანულ ფილმში მიიღო მონაწილეობა.
განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს თავად პერსონაჟი, რომელიც მან ეკრანზე განასახიერა. დათო ლიკლიკაძე ფილმში აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის როლში გადაიღეს.
„ჩემთვის დიდი პატივი იყო მემუშავა გერმანულ-აზერბაიჯანულ ფილმზე, სადაც პრეზიდენტ ალიევის როლში გადამიღეს.
და ეს შესაძლებელი გახდა რამდენიმე ძვირფასი ადამიანის წყალობით, რისთვისაც მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები“, - წერს დათო ლიკლიკაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „შესაძლებელია „ყოფილი“ პარტნიორის გამოჩენა“ - 29 აპრილის ტაროლოგიური პროგნოზი
⭕ მსოფლიოს U20 საფეხბურთო ჩემპიონატი 2029 წელს საქართველოში და სომხეთში ჩატარდება