
მოდელი და ტელეწამყვანი, ნუკი კოშკელიშვილი, რამდენიმე წელია უკვე ამერიკაში მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობს. იგი სოციალურ ქსელებში პოპულარობას არ კარგავს და საზოგადოებას ხშირად ანებივრებს საკუთარი ფოტოებით.
ნუკი, მიუხედავად იმისა, რომ ორ სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობს, ქართულ მეგაშოუებსა და პროექტებში მაინც აქტიურად მონაწილეობს. გარდა ამისა, ნუკის აქვს საკუთარი თავის მოვლისა და კოსმეტიკის ბრენდიც.
ამჯერად ნუკი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, რომლის მეშვეობით გამომწერებს სასიხარულო ინფორმაციას უზიარებს. იგი ორსულადაა და მეორე შვილს ელოდება:
„ნუკი რატომ აღარ დებ ლუქების ვიდეოს?
ნუკი, ცოტა მომატებული მეჩვენები… რაღაც იმდენ სთორის აღარ დებ…
ამჯერად დიდხანს გამოგვივიდა საიდუმლოს შენახვა“, - წერს ნუკი კოშკელიშვილი ვიდეოზე.
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „თქვენს წინაშეა...“ - Geo Team-ი ზურიკო დავითაშვილის სახალისო ვიდეოს აქვეყნებს
⭕ „მიყვარხარ და მენატრები ძალიან...“ - ზურა ხაჩიძე მამიდას იუბილეს ულოცავს