Digest Logo

🎥 „დიდხანს უნდა გვყავდე, ნენა“ - გივიკო დიდიას ნათელა ბებო 81 წლის გახდა

1775140419
ნათი ბებო

გურიის ყველაზე ცნობილი და საყვარელი ბებო იუბილარია, ბლოგერ გივიკო დიდიას ნათელა ბებო 81 წლის გახდა.

პოპულარული შვილიშვილი მასზე არანაკლებ ცნობილ ბებოს იუბილეს ემოციურად ულოცავს. ფოტოებში, რომელიც ბლოგერმა სოცქსელში განათავსა, ჩანს, რომ მან საყვარელ ადამიანს ვარდების თაიგული და სადღესასწაულო ტორტი მიართვა.

„დიდხანს უნდა გვყავდე, სითბო და სიყვარული არ მოგაკლდება, ნენა!“ - წერს გივიკო დიდია.

შეგახსენებთ, რომ გივიკო დიდია გამორჩეული გურული ბლოგერია, რომელიც სოციალურ ქსელში ხშირად აზიარებს ბებიასთან ერთად გადაღებულ კადრებს. მათ დუოს ინტერნეტში უამრავი გულშემატკივარი ჰყავს.

სოცქსელში ბლოგერის გამომწერები ხშირად აღნიშნავენ, რომ განსაკუთრებით ხიბლავთ ნათელა ბებოს უშუალობა, იუმორი და ის განსაკუთრებული სითბო, რომელიც ბებო-შვილიშვილის ურთიერთობიდან მოდის.

ნათელა ბებოს იუბილეს არაერთი გამომწერი ულოცავს და მას ჯანმრთელობასა და მხნეობას უსურვებს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

⭕როგორ წარიმართება პატრიარქად კურთხევის ცერემონია, სად ხდება აღსაყდრება - ყველაფერი რაც, ამ თემაზე უნდა იცოდეთ!