Digest Logo

„დორტმუნდში გავიცანი შადიმან ხარშილაძე, რომელმაც საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ, თბილისიდან გერმანიამდე, მოპედით, 4000 კილომეტრზე მეტი გაიარა“ – რას წერს შოთა არველაძე?

1718602696
 შოთა არველაძე

ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი შოთა არველაძე სოციალურ ქსელში ისტორიის შესახებ გვიყვება, რომელიც საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ ჩასულ ბიჭზეა.

როგორც შოთა წერს, ბიჭმა თბილისიდან გერმანიამდე, მოპედით 4 000 კილომეტრზე მეტი გაიარა.

„დორტმუნდში გავიცანი შადიმან ხარშილაძე, რომელმაც საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ, თბილისიდან გერმანიამდე, მოპედით, 4000 კილომეტრზე მეტი გაიარა. მისი გადაწყვეტილება გუნდის გამხნევების და გულშემატკივრობის არაჩვეულებრივი მაგალითია.

დარწმუნებული ვარ, ეს ამბავი მსოფლიო ფეხბურთის გამორჩეულ საგულშემატკივრო ისტორიებს შორის, თავის ადგილს აუცილებლად დაიკავებს“, – წერს შოთა არველაძე.