
Facebook-ისა და Instagram-ის მუშაობაში გლობალური შეფერხება დაფიქსირდა.
მომხმარებლები ვერ შედიან საკუთარ პროფილებზე. ათასობით მომხმარებელს ეცნობა, რომ მათ სოციალურ ქსელზე წვდომის ვადა გაუვიდათ.
ორივე პლატფორმა, თითქმის 1 საათის შეფერხების შემდეგ ჩაირთო.
სოციალური ქსელების მომხმარებლები იუმორს არ კარგავენ და Meta-ს პლატფორმების ანგარიშებზე წვდომის აღდგენას, სახალისო პოსტებით და ფოტოებით გამოეხმაურნენ:
„თურმე, ცუკერბერგს ამბანების ინდურ წინასაქორწილო წვეულებაზე იმდენი დაულევია, რომ ჩამრთველები აერია და მოკლე ჩართვა გამოიწვია.“- წერს ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი.
„რა კარგი იყო სამყარო ბოლო 20 წუთი“,- წერს ჟურნალისიტი გოდერძი შარაშია.
„პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, დაბადების მოწმობის დედანი, პასპორტი, ქორწინების და მერე განქორწინების მოწმობები, მართვის მოწმობა, ცეცხლსასროლი იარაღის ფლობის დამადასტურებელი მოწმობა, დიპლომების დედნები, სისხლის ჯგუფი, თვალის ფერი, წონა, სიმაღლე, გადატანილი ოპერაციები და ჯანდაბა ამას!! თუ რამე საბუთი გამაჩნდა, ფაქტობრივად, ყველაფერი მომთხოვა ემერტეს დისკის გარდა, რომ ვერიფიკაცია გამევლო Facebook-ზე დასაბრუნებლად!
რას დააჭირა ასეთს?“
„მგონი მერაბმა ჭაჭა დაალევინა...“
„გონება ისე დავძაბე ოდნოს პაროლიც გავიხსენე“
„რისი გაკეთება მოასწარით სანამ სრულიად გათიშულები ვიყავით?“
„არა, არ დაგვიწყებია პაროლი, დებილო“
„რამდენმა დააჭირა “დაგავიწყდა პაროლი”-ს?
„ყველა ჩემი ცოდვა გამახსენდა“
„ჩემი მეგობარი მირეკავს, ფეისბუკზე ვერ შევდივარ და შენ გამიტეხეო?“
„ოჯახის წევრები გავიცანი , კარგი ხალხი ყოფილა“- წერენ სოცქსელის მომხმარებლები.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„მე და შენ ერთად და არაფერი სხვა...“- რა ფოტოს აქვეყნებს მარიტა მელიქიშვილი
⭕„ჩემს გოგონებთან ერთად...“- ნინო ცქიტიშვილი პარიზში მოგზაურობის კადრებს აქვეყნებს