კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი, ექიმი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე, „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში შვილიშვილის ჯანმრთელობის შესახებ ემოციურ ამბავს იხსენებს:
„ჩემი შვილიშვილის ჯგუფელს ჰქონდა მოტანილი თურმე კლასში პატარა მაგნიტები. ბავშვმა 17-18 ცალი ჩაყლაპა, რომელიც შემდეგ სამაჯურივით გაერთიანდა, ნაწლავები მოექცა და წავიდა 4 ადგილზე ნაწლავების პერფორაცია. გაიხვრეტა და სეფსისი გამოიწვია.
ვცხოვრობდით „იაშვილში“ ორი კვირა გადაბმულად. ძაფზე ვეკიდეთ.
ჩემთან, კლინიკაში არ არის ბავშვთა განყოფილება. ჩვენ დიდებს ვემსახურებით. ჩემთვის ბავშვებთან ურთიერთობა უმწეო აღმოჩნდა. გვაჩუქეს პატარა და ჩემთვის „იაშვილი“ არის სალოცავი კლინიკა. მე არ მესმის ხოლმე იმ ხალხის, ვისაც საზღვარგარეთ მიჰყავს ოჯახის წევრი. თქვენ არ იცით იქ რა ხალხი მუშაობს: ექთანი, სანიტარი, ვერ გამოვყოფ.
ყველა პრობლემა უფერულდება ამ დროს, ამიტომ თუ შეამჩნიეთ ნაკლებად ვვაქტიურობ და ვდებ ხოლმე სტატუსებს. ბავშვზე ვარ გადართული, ყველაფერმა დაკარგა ცხოვრებაში აზრი. ღმერთის წყალობით მინდა, რომ კარგად იყოს. დღე არ გავა „იაშვილის“ „სტაფი“ რომ არ დავლოცო. ყველაზე ძნელი სამსახური და რთულია ოჯახი. ოჯახში მეტ ენერგიას დებ, თუ გინდა რა თქმა უნდა, ოჯახის შენარჩუნება“,- აღნიშნა ნინო ნადირაძემ.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდიეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ვითარება გზებზე - სად არის მოძრაობა დაშვებული?
⭕„ვწევარ, სიზმრისგან დაცლილია ჩემი სხეული...“ - რას წერს გიორგი კეკელიძე