Digest Logo

„ძალა იქ იბადება, სადაც საკუთარ თავს უფლებას აძლევ უბრალოდ იყო“ - რას წერს ქეთევან ჯანდიერი

1777445879
ქეთევან ჯანდიერი

ეზოტერიკოსი და პარაფსიქოლოგი ქეთევან ჯანდიერი სოციალურ ქსელში ახალ პოსტს გვიზიარებს, სადაც ადამიანების ემოციებსა და მენტალურ მდგომარეობაზე წერს.

როგორც ჯანდიერი ამბობს, ზოგჯერ აუცილებელია დაისვენო და არ არის საჭირო ყოველთვის ძლიერი იყო:

„უცნაურია ალბათ, მაგრამ მინდა გითხრა რომ, შენ არ იღლები ცხოვრებით. შენ იღლები იმით, რომ სულ „ძლიერის” როლში უნდა იყო. დღეს ბევრი ადამიანი გარედან „კარგადაა” თითქოს, იღიმის, მუშაობს… მაგრამ შიგნით არის გადაღლილი, ემოციურად დაცლილი.

ეზოტერულად, ეს არის ენერგიის „გაჟონვა”.

როცა ძალიან ბევრს აძლევ სხვებს და საკუთარ თავს აღარ უტოვებ არაფერს. ფსიქოლოგიურად, ეს არის გადატვირთვა.

როცა ტვინი ვეღარ ასწრებს იმ ყველაფრის გადამუშავებას, რასაც ყოველდღე იღებ.

მისტიკურად კი, ეს არის ის მომენტი, როცა შენი სული გეუბნება: „გთხოვ, შეანელე ტემპი. მე შენთან ვარ, მაგრამ ასე ვეღარ ვასწრებ თანაარსებობას. ვეღარ გეწევი“.

ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც ვუშვებთ არის ის რომ, ვფიქრობთ, თითქოს დასვენება სისუსტეა. არადა სიმართლე ისაა: ძალა იქ იბადება, სადაც საკუთარ თავს უფლებას აძლევ უბრალოდ იყო. ჰო. აი ასე „უბრალოდ” არსებობდე.. არ დაამტკიცო არაფერი, არ იჩქარო, არ ითამაშო როლები.

შენ არ ხარ ვალდებული, ყოველთვის ძლიერი იყო. ზოგჯერ ყველაზე ძლიერი ნაბიჯია, შეწყვიტო გარეგანი ყველაფერი და საკუთარ თავთან დაბრუნდე.

და შეიძლება სწორედ იქ დაიწყოს ყველაფერი თავიდნ ისე, როგორც გინდა. ჰო. ისე, როგორც საჭიროა“, - წერს ქეთევან ჯანდიერი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ხვიჩა კვარაცხელიას საგოლე სტატისტიკა ლიონელ მესის და კრიშტიანუ რონალდუს დონეს გაუთანაბრდა

⭕ ავარია ბოლნისში - დაიღუპა 11 წლის ბავშვი

⭕ „ფსიქიკა მხოლოდ ობიექტურ ფაქტებსა და უნივერსალურ წესებს ეყრდნობა“ - რას წერს რამაზ გიგაური