Digest Logo

„ძალიან აღელვებული, ამაყი და ამავდროულად გულაჩუყებული ვარ...“ - ნინი შერმადინის მორიგი მიღწევა

1774329742
ნინი შერმადინი

ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს, საზოგადოებას სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას უზიარებს. 

მან Crescendo International Music Competition-ის ჯილდო, „საუკეთესო მასწავლებელი 2026“ მიიღო:

„მინდა გაგიზიაროთ ჩემი ახალი მიღწევა.

აქამდე ბევრი ჯილდო მიმიღია როგორც მომღერალს, მაგრამ პედაგოგის სტატუსში პირველად მივიღე ამხელა საერთაშორისო აღიარება.

ძალიან აღელვებული, ამაყი და ამავდროულად გულაჩუყებული ვარ...

Crescendo International Music Competition-ის „My Favorite Teacher 2026“- ის ჯილდო, ჩემთვის ნიშნავს ყველაზე დიდს - ჩემი შრომის, სიყვარულის და იმ გზის დაფასებას, რომელსაც ჩემს მოსწავლეებთან ერთად ყოველდღე გავდივარ.

ეს ჯილდო ჩემთვის მხოლოდ ტიტული არ არის, ეს არის ნდობა და პასუხისმგებლობა ვიყო კიდევ უკეთესი  
მადლობა ჩემს თითოეულ მოსწავლეს და მშობლებს, ეს ჩვენი საერთო გამარჯვებაა“, - წერს ნინი შერმადინი. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„მარტის ბოლო დღეები განსაკუთრებულია... დაწერეთ სურვილები, აანთეთ თეთრი სანთელი და დაწერეთ...“ - რას გვკარნახობს ვარსკვლავები?

როგორი ამინდია მოსალოდნელი 24 მარტს საქართველოში

⭕„საამაყო ბიჭები“ - საბა საპანაძე გიორგი მიქაუტაძესთან გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს