Digest Logo

🎥 „ძალიან ბევრი სირთულის მიუხედავად, გამოსაშვები საღამო მაქვს ლონდონში“ - ლელა მებურიშვილმა მაგისტრატურაზე სწავლა დაასრულა

1765265828
ლელა მებურიშვილი

მსახიობი ლელა მებურიშვილი, რომელიც მეუღლესთან ბაჩო საგანელიძესთან და ორ შვილთან ერთად ლონდონში ცხოვრობს, გამომწერებს სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას უზიარებს. 

მან მაგისტრატურაზე სწავლა დაასრულა და გამოსაშვები საღამოსთვის ემზადება:

„ხვალ ბოლო დღეა ჩემი მაგისტრატურის, ოფიციალურად ვამთავრებ სწავლას. დაუჯერებელია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ყველაფერი შესაძლებელია. ძალიან ბევრი სირთულის მიუხედავად, გამოსაშვები საღამო მაქვს ლონდონში“, - წერს ლელა მებურიშვილი. 

რამდენიმე თვის წინ ლელა მებურიშვილი ლონდონში ცხოვრების შესახებ საუბრობდა. როგორც თავად ამბობდა, საზღვარგარეთ ცხოვრება თავიდან ძალიან გაუჭირდა, თუმცა მეგობრების დახმარებით მან მალე თავი „სახლში“ იგრძნო.

„როცა პირველად ლონდონში გადავედი, საერთოდ არავის ვიცნობდი. ყველაფერი ახალი, უცხო, ცივი და ძალიან რთული იყო, მაგრამ ძალიან მალე გავიცანი საოცარი, გამორჩეული ადამიანები რომლებმაც ძალიან მალე შემაყვარეს ეს ქალაქი და თავი სახლში მაგრძნობინეს.

მიხარია და ვამაყობ რომ მოვასწარი ძალიან ბევრი საინტერესო ადგილის აღმოჩენა, ახლა უკვე მაგისტრატურას ვამთავრებ (მალე უფრო დეტალურად გიამბობთ 💫),

ლონდონში გადავიღე ჩემი დამოუკიდებელი ფილმი საოცარ გუნდთან ერთად რომლის ავტორი და რეჟისორი ვარ,
ვუძღვებოდი ლონდონიდან რუბრიკას საქართველოსთვის რომლის მეშვეობითაც ფანტასტიური ადამიანები გავიცანი და ბრიტანეთის ულამაზესი ადგილები დავათვალიერე და დაგათვალიერებინეთ ☺️.

ეს ყველაფერი მარტივი არ ყოფილა, მაგრამ თითოეულმა გამოწვევამ ჩემში გაზარდა ძალა და გამოცდილება. დიდი მადლობა ყველას, ვინც მხარში დამიდგა და ეს მოგზაურობა დაუვიწყარი გახადა“, - წერდა ლელა მებურიშვილი. 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Lela Meburishvili (@lmeburishvili)

ასევე დაგაინტერესებთ:

2026 წლის სრული ასტროლოგიური პორტრეტი მორიელისთვის - „აშენებთ ახალ ცხოვრებას ძველის ნანგრევებზე, შედეგი იქნება გრანდიოზული“

„ხველა არ არის მტერი, ის არის დამცავი მექანიზმი... მიზანია, ბავშვს გავუადვილოთ მდგომარეობა“ - ინგა მამუჩიშვილი გრიპის შემთხვევების მატებაზე

„განვითარება, სწავლა და რეალიზაცია...“ - თაკო მელიქიშვილი 9 დეკემბრის ასტროლოგიურ ენერგიებზე