Digest Logo

„ძალიან ბევრი წერილი მომდის... მწერენ, რომ ნიკოლოზს რაღაც გადავცე, თითქოს მე მასთან ვასოცირდები“ - ნანიკო ხაზარაძე

1653589682
ნანიკო ხაზარაძე და ნიკოლოზ წულუკიძე

ნიკოლოზ წულუკიძე ტელევიზიასა და რადიოს დაუბრუნდა.

კოლეგამ ნანიკო ხაზარაძემ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა და განაცხადა, რომ მაყურებელს და მსმენელსაც ის და ნიკოლოზი ერთად ჰყავს მეხსიერებაში ჩარჩენილი.

„ხუთშაბათია და „იმედის დღეში“ ჩვენი ნიკოლოზი ბრუნდება. ძალიან კარგი თემით გვიერთდება როგორც ვიცი, ემზადება უკვე 2 დღეა.

სამსახურში გამოსულია, უბრალოდ ჩვენი ტელემაყურებელი პირველად დაინახავს მას, მას შემდეგ, რაც ეს დიდი ტრაგედია დატრიალდა მის თავს.

ასევე რადიოს მსმენელებიც მინდა გავახარო, მომავალი სამშაბათიდან, ის რადიოსაც დაუბრუნდება.

მე ვგულშემატკივრობ ჩემს ნიკოლოზს, ძალიან მიყვარს.

დიდი დრო გავიდა, რაც მე და ნიკოლოზი ეკრანზე ერთად აღარ ვსხედვართ, მაგრამ ჩვენს მაყურებელს და მსმენელსაც ერთად ვყავართ მეხსიერებაში ჩარჩენილი და აღქმული.

დღემდე ძალიან ბევრი წერილი მომდის, ძალიან ბევრი მაყურებელი და მსმენელი მწერს, რომ ნიკოლოზს გადავცე რაღაც, თითქოს მე ვასოცირდები მასთან, ძალიან დიდი მადლობა ამისთვის ყველას იმიტომ, რომ მე ნიკოლოზი მართლა ძალიან მიყვარს და რაც შემიძლია და როგორც შემიძლია ვაკეთებ.

თუმცა უმოქმედო მეც ვიყავი რაღაც პერიოდი…” – აღნიშნა ნანიკო ხაზარაძემ რადიო „იმედის“ ეთერში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ნიკა არ მიცნობს, არც მე ვიცნობ, მაგრამ ჩვენ ერთი ბედი გვარგუნა განგებამ, ჩვენი პატარები ახლა იქ სადღაც ერთად არიან...“ - ანიტას ბებიის ემოციური პოსტი

🎥 ნიკოლოზ წულუკიძის პირველი ემოციური ეთერი შვილის გარდაცვალების შემდეგ

🎥 „ჩემი ყველაზე დიდი შიში არის ახლობლების დაკარგვის, რასაც მგონია, რომ ვერ მოვერევი“ - ნიკოლოზ წულუკიძე

8-წლიანი თანაცხოვრება, მდიდრული სახლი, მეუღლე და შვილები - ნიკოლოზ წულუკიძის პირადი