სასწრაფოს ექიმი მაცაცო ლაფაჩი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და პოლიციის ეკიპაჟს დახმარებისთვის მადლობას უხდის.
„ძალიან, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ ეკიპაჟს. წარმოუდგენლად დაგვეხმარნენ, როდესაც მისამართს ეძებ, გელოდება პაციენტი, ღამის 03:30-ია, ვერც ვერავის ეკითხები, Map-ი ურევს და ვერ აგნებ, ამ დროს წინ გაგვიძღვა, სადარბაზომდე მიგვიყვანა და ეს ყველაზე მაგარი თანადგომაა ჩვენთვის, დიდი მადლობა მათ, არ ვიცი სახელი და გვარები, თვითონ ამოიცნობენ იმედია თავს. გაიხარეთ ბიჭებო“, - მაცაცო ლაფაჩი.
🔵ასევე დაგაინტერესებთ:
🔵კახი კავსაძის შვილიშვილი ახალ წელს მსახიობ შეყვარებულთან ერთად აღნიშნავს
🔵სიყვარული, ქორწინება, ბავშვები და სკანდალური დაშორება - 2022 წლის გამორჩეული შოუბიზნესური ამბები