2022 წელი დასასრულს უახლოვდება, ამ წელს კი ქართველი შოუბიზნესის წარმომადგენლების ოჯახებში ბევრი კარგი რამ მოხდა - ზოგმა ცოლი მოიყვანა და შვილიც ეყოლა, ზოგი კი ქმარს დაშორდა და ახალი შეყვარებული გაიჩინა.
ეს ის თემაა, რომელიც საზოგადოების და ყვითელი პრესის ყურადღების ცენტრში ყოფნას ყოველთვის ახერხებს.
სწორედ ამიტომ, „დაიჯესტი“ გთავაზობთ 2022 წლის მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც ვფიქრობ თქვენც დაგამახსოვრდათ:
ირაკლი მაქაცარიამ ცოლი მოიყვანა
ერთ-ერთმა სასურველმა სასიძომ - ირაკლი მაქაცარიამ მშვენიერ ლიზა ჩიჩუაზე იქორწინა და უცოლო კაცის სტატუსი დაკარგა.
წყვილის ქორწილი საკმაოდ ხმაურიანი აღმოჩნდა და მათ შესახებ პრესაში ბევრი იწერებოდა.
დათუნა მგელაძემ ოჯახი შექმნა და ბავშვიც შეეძინა
მეორე არანაკლებ სასურველმა სასიძომ დათუნა მგელაძემ 2022 წელი ცვლილებებით დაიწყო და ჟურნალისტ ნინო ფუტკარაძეზე იქორწინა.
წყვილს ამ წელსვე შვილიც ეყოლა, რომელსაც ვატო დაარქვეს.
ნანუკა გუდავაძე და ბერა ივანიშვილი მეორე შვილს ელოდებიან
მომღერალი - ბერა ივანიშვილი და მოდელი - ნანუკა გუდავაძე მეორე შვილს ელოდებიან.
წყვილს უკვე ჰყავს ერთი ვაჟი - ბერუკა ივანიშვილი.
ხვიჩა კვარაცხელიამ შეყვარებული გამოაჩინა
წლის ერთ-ერთმა ახალგაზრდა ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომლის სახელი საქართველოს ფარგლებს გასცდა, თავისი მეორე ნახევარი უკვე აირჩია და შეყვარებული ჰყავს. მისი რჩეული - ნიცა თავაძეა.
გოგონა მედიასთან კომენტარს არ აკეთებს, არც ხვიჩა საუბრობს მის რჩეულზე, მაგრამ ფაქტია წყვილი ჰარმონიულ ურთიერთობაშია.
ნათია თოდუა დაქორწინდა
მომღერალი ნათია თოდუა 2022 წელს დავით ზურაბაშვილზე დაქორწინდა, წყვილის ქორწილი მეტად გრანდიოზული აღმოჩნდა, რადგან ქორწილს საქართველოს პრეზიდენტი - სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდა.
წყვილმა ქორწილში გაიგო მომავალი შვილის სქესიც - ისინი ბიჭს ელოდებიან.
თაკო ტაბატაძე ქმარს დაშორდა და ახალი შეყვარებული გაიჩინა
13-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გია ბაღაშვილი და თაკო ტაბატაძე ერთმანეთს დაშორდნენ, წყვილს 4 ქალიშვილი ჰყავს.
„რაც შეეხება ჩემი და თაკოს გაშორებას...“ - გია ბაღაშვილის პირველი კომენტარი
თაკო ტაბატაძემ კი ახალი რჩეული მალევე გაიჩინა, მას ურთიერთობა აქვს ახალგაზრდა ფეხბურთელთან ნუგზარი სპანდერაშვილთან.
ნანუკა გულუამ ოჯახი შექმნა და შვილი ეყოლა.
პატარა გოგოს ნინა დაარქვეს.
🔵ასევე დაგაინტერესებთ:
🔵გიორგი კალანდიას ზღაპრული სახლი - ღრმად ამოისუნთქეთ, ვიდრე ფოტოებს ნახავთ