
მომღერალი ზუკა ხუციშვილი 1 მაისს იუბილარი იყო, გი 34 წლის გახდა.
მან სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვა მიიღო საყვარელი ადამიანებისგან. ამჯერად ზუკა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას მადლობას უხდის დაბადების დღის მილოცვისთვის.
„ყველას უღრმესი მადლობა! ძალიან გამახარა ყოველმა თქვენმა მოლოცვამ და თბილმა სიტყვებმა. ყოველთვის მაგრად იყავით“, - წერს ზუკა ხუციშვილი.
ზუკა ხუციშვილმა თავი საზოგადოებას ძალიან პატარა ასაკში გააცნო და შეაყვარა... მას შემდეგ ქართველი მსმენელი ხშირად ინტერესდებოდა მისი საესტრადო თუ პირადი ცხოვრების დეტალებით. მომღერლის რჩეული მისივე კლასელი ქეთუშა მანიაშვილი გახლავთ.
„ცხოვრებაში იდეალური არაფერია, მაგრამ ვთვლი, რომ ძალიან კარგი ოჯახი მაქვს. მგონია, კარგად ვიქცევი და ნორმალური ქმარი ვარ. რაც შეეხება ჩემს ცოლს, ის ჩემთვის იდეალურია…“ - ამბობდა ზუკა ერთ-ერთ ინტერვიუში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: