Digest Logo

„ძალიან გამიხარდა გიორგი ანწუხელიძის შვილის, ამერიკაში სასწავლებლად წასვლა“ - რას წერს გიორგი კეკელიძე?

1723312215
გიორგი კეკელიძე

მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში მორიგ სტატუსს აქვეყნებს, სადაც ეროვნული გმირის, აგვისტოს ომში დაღუპული, გიორგი ანწუხელიძის შვილზე საუბრობს.

როგორც გიორგი კეკელიძე იტყობინება, ლევან ანწუხელიძე სწავლას ამერიკაში გააგრძელებს.

„ძალიან გამიხარდა გიორგი ანწუხელიძის შვილის, ლევანის ამერიკაში სასწავლებლად წასვლა. ლევანის ცხოვრებაში ახლა ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება, რაც უპირველეს ყოვლისა, თვითონ ამ შესანიშნავი ახალგაზრდის დამსახურებაა. თუმცა, ამავდროულად, უდიდესი მადლობა ეკუთვნის ამერიკული სტარტაპის Supergenia -ს ქართველ დამფუძნებელს, შესანიშნავ მოქალაქეს - ნათია ვერულაშვილს, რომლის დიდმა ჩართულობამაც განაპირობა პროცესის ამ ეტაპამდე მიყვანა.
მიხარია, რომ ძალიან მცირე და შორეული წვლილი მეც მიმიძღვის ამ საქმეში.

მიხარია ისიც, რომ ქართველი გმირის შვილებს, ილია თოფურიას დედის, ინგა თოფურია-ბენდელიანის, ჩემი და SMH Sports გადაწყვეტილებით, წიგნის - „დედა და ილიას“ - ქართული გამოცემის შემოსული ჰონორარიდან ყოველთვიური სტიპენდია დაენიშნებათ.“, - წერს გიორგი კეკელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕გივი მაჭარაშვილი პარიზის ოლიმპიადის ფინალშია!

🎥 „ადამიანების ამოჩემება ვიცი...“ - რაზე ტირის ნინიკო მამარდაშვილი?

⭕„ასეთი ლამაზი ცხვირი თუ გინახავთ...“ - ნუკი კოშკელიშვილი ახალ ფოტოებს აქვეყნებს