ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„ხანდახან, არის იმ ტიპის გულის სიტყვები, რომელიც გგონია, რომ სწორია,
და გგონია, რომ მართალი ხარ,
მაგალითად,
ოჯახის წევრის მიმართ გაქვს ცუდი განწყობა – თვლი, რომ შენ მართალი ხარ,
და შენში ისე იდგამს ფესვს უსიყვარულობა(რბილად რომ ვთქვათ, თორემ სიძულვილიც ხშირად) ოჯახის რომელიმე წევრის მიმართ, რომელსაც შენ ვერ ხვდები რა საშინელებაა,
იმიტომ, რომ თავი მართალი გგონია,
და პრინციპში, რაღაც დოზით, შეიძლება მართალიც იყო, ადამიანური სიმართლით…
ძალიან ხშირ შემთხვევებში ჩვენი გულისსიტყვები და შემოსული აზრები დემონური წარმოშობისაა,
მაგრამ ჩვენ ვიწყნარებთ და გვგონია, რომ სწორია, რომ მართალია...
და როდესაც ჩვენ არ ვაკონტროლებთ ჩვენს გულის სიტყვებს, თუ რამდენად თანხვედრაშია ღვთის ნებასთან და სინდისთან,
აი, როდესაც ამას არ ვაკონტროლებთ,
ძალიან ხშირად, ჩვენში იბუდებს ღვთის ნების და სინდისის საწინააღმდეგო გულის სიტყვები და აზრები,
და თუ ადამიანი ამას მიჰყვა, ეს აუცილებლად ჩააქრობს ჩვენში არსებულ სანთელს,
ანუ აუცილებლად დაკარგავს ადამიანი რწმენას“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ თერჯოლაში დაკარგულ ქალს ეძებენ
⭕„ურთიერთობებში შესაძლოა იგრძნოთ უხერხულობა“ - 13 აგვისტოს ტაროლოგიური პროგნოზი
⭕„არასასურველია ექიმთან ვიზიტი და ქირურგიული ჩარევა“ - 13 აგვისტოს პროგნოზი ფენ-შუის მიხედვით