მოდელმა ნეკა დოროყაშვილმა ცხოვრებაში ბევრი ტკივილი გადაიტანა და რამდენიმეჯერ მოუწია ცხოვრების თავიდან დაწყება. ბოლო დროს, სიმღერებიც ჩაწერა, კლიპიც გადაიღო, დიჯეობასაც დაეუფლა.
ამჯერად იგი მილანის მოდის კვირეულზე იმყოფებოდა, საიდანაც გამომწერებს კადრები გაუზიარა.
შეგახსენებთ, რომ მილანის მოდის კვირეული (Milan Fashion Week) მსოფლიო მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და პრესტიჟული მოვლენაა, რომელიც წელიწადში ორჯერ იმართება და მოდის „დიდი ოთხეულის“ (პარიზი, ნიუ-იორკი, ლონდონი, მილანი) განუყოფელი ნაწილია.
ამჟამად მიმდინარეობს 2027 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონის ჩვენებები. კვირეული ტრადიციულად იტალიური მოდის გიგანტებისა და წამყვანი დიზაინერების ახალ კოლექციებს მასპინძლობს.
View this post on Instagram
ასევე დაგაინტერესებთ: