Digest Logo

„ძალიან მძიმეა იმ ყველაფრის გააზრება, მთელი გულით შემძრა“ - სოსო ნებიერიძე ფონიჭალაში დატრიალებულ ტრაგედიაზე

1795276654
სოსო ნებიერიძე

მოგზაური, ბლოგერი სოსო ნებიერიძე  ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დატრიალებულ ტრაგედიას ეხმიანება და სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

„თბილისში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი გულით შემძრა…

ძალიან მძიმეა იმ ყველაფრის გააზრება, არ ვიცი უბრალოდ რა ვთქვა.

გულწრფელად ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებსა და ყველას, ვისაც ეს საშინელი ტრაგედია შეეხო“, - წერს სოსო ნებიერიძე.

ცნობისთვის, ქვემო ფონიჭალაში, რუსთავის გზატკეცილის 16 ნომერში მდებარე ე.წ. უსინათლოთა დასახლების 5-სართულიან კორპუსში აფეთქება 19 ნოემბრის დილის 9 საათზე მოხდა. ერთ-ერთი სადარბაზოს მე-5 სართულზე გაზის გამათბობლის მწყობრიდან გამოსვლას ნგრევა მოჰყვა. ჩამოინგრა შენობის მზიდი კონსტრუქცია, სრულად განადგურდა სადარბაზოს ცენტრალური ნაწილი, კიბის უჯრედები, სართულებს შორის გადახურვები და ფასადის ნაწილი.

დაშავებული ოთხი ადამიანი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. კრიტიკულია 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც გაზი აფეთქდა - ის დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი, სხეულის 87%-იანი დამწვრობა აქვს მიღებული და დაზიანებული აქვს სასუნთქი გზები.

სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა 3 წლის ბავშვი ცოცხალი იპოვეს. მცირეწლოვანი კლინიკაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საერთო ჯამში ნანგრევებში 6 ადამიანის ცხედარი ამოასვენეს.

ფონიჭალაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕დეკემბერში ზოდიაქოს 3 ნიშანს დიდი სიყვარული ელის - ვინ შეხვდება თავის ადამიანს?

⭕დამწვარი გზის დასასრული: უთანხმოებისა და წყენის საფრთხე, როგორ შევინარჩუნოთ ჰარმონია?

⭕„საქორგგაზი“ – ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში, სადაც აფეთქება მოხდა, გეგმური შემოწმებისას ოქტომბერში ქსელიდან ჩაიხსნა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო

✕