
სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში დათა პაპას მეუღლეზე წერს და ამბობს, რომ ის თავს ძალიან ცუდად გრძნობს. ქაცარავას თქმით, მას საზოგადოების დახმარება ესაჭიროება.
„ვიცი, ძალიან ბევრს აინტერესებს დათა პაპას მეუღლის, ვალია ბებოს ამბავი, რომელიც დათა პაპას გარდაცვალების შემდეგ მედგრად ასრულებს დათა პაპას ანდერძს და არ ტოვებს თავის სახლს, რომელიც ხურვალეთის ოკუპირებულ ნაწილში მდებარეობს.
ბოლო დღეების განმავლობაში ვალია ბებო ძალიან ცუდად გრძნობდა თავს, ღუმელს ვერ ანთებდა და საკმაოდ სუსტად არის.
დღეს შეშა ჩავიტანეთ, დაახლოებით ერთი თვე ეყოფა. ცოტა პროდუქტიც. მოახერხა გამოსვლა ვალია ბებომ, მაგრამ ძალიან სუსტად არის..
დღეს მეზობელი დახმარებია, გამოუწმენდია ღუმელი და ცეცხლიც დაინთო... წამლები აქვს და წინაგარიდან ექიმიც ჩასულა, მოინახულა. დიდი იმედი მაქვს, ვალია ბებო კიდევ დიდ ხანს იქნება ჩვენთან ერთად.
ვალია ბებოს ჩვენ ვჭირდებით“, - წერს დავით ქაცარავა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„რაღაც ყუმბარის ფორმის ასაფეთქებელი შემომიგდო ლიფტში, ძლივს გამოვასწარი“ - რა შეემთხვა ბექა ყორშიას