ქართულ შოუბიზნესში ერთ-ერთი ცნობილი წყვილის, მომღერალ ნანკა გვარიშვილისა და მსახიობ ბუბა ჭოღოშვილის თანაცხოვრება მოულოდნელად დასრულდა. წყვილი დაახლოებით ერთი წლის წინ დაშორდა.
როგორც ჩანს, მსახიობის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო.
ბუბას გული ქორეოგრაფმა თინათინ წულაძემ მოიგო. ცნობისთვის, თინათინი ცნობილი რეჟისორის, ლევან წულაძის (ჭოლას) ქალიშვილია.
უფრო მეტიც, მსახიობისა და ქორეოგრაფის სასიყვარულო ურთიერთობა უკვე საჯაროა - წყვილი სოციალურ ქსელში ერთობლივ კადრებს ხშირად აზიარებს და გრძნობებს არ მალავს.
„ძალიან უხდებით ერთმანეთს, პოზიტივს ასხივებთ“.
„უსაყვარლესები ხართ“.
„ბედნიერებას გისურვებთ“, - წერენ კომენტარებში.
ცნობისთვის, თინათინ წულაძე ქორწინებაში უკვე იმყოფებოდა, გიორგი კოტეტიშვილთან. წყვილი 2019 წელს დაქორწინდა. მათ საერთო შვილიც ჰყავთ.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ნინი ბადურაშვილი ფოტოგრაფ გიორგი ცაავას ობიექტივში - „ელეგანტური, დახვეწილი, გამორჩეული“
⭕„იცით რა გვჭირს? დაბალი თვითშეფასება, აი, ასე ჰქვია ამ ყველაფერს“ - რას წერს ფსიქოთერაპევტი
⭕„მადლობა ყველაფრისთვის, ძალიან მიყვარდა...“ - ხათუნა ხოფერია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს