Digest Logo

🎥 „ძალიან უცნაური განცდა მაქვს, პირველად მაცვია ნუცას ქვედაბოლო, მინდოდა ვინმესთვის გამეზიარებინა...“ - მაია ასათიანი შვილზე

1718122671
მაია ასათიანი

ტელეწამყვანი მაია ასათიანი გარდაცვლილი შვილის, ნუცა მახვილაძის ფოტოებს თუ ემოციურ პოსტებს, ხშირად გვიზიარებს სოცქსელში.

18 წლის ნუცა მახვილაძე, რომელიც საფრანგეთში სასწავლებლად იმყოფებოდა, 2017 წელს საავადმყოფოში მენინგოკოკური ინფექციით გარდაიცვალა.

ამჯერად იგი ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ნუცას ტანსაცმელი აცვია და როგორც ტელეწამყვანი აღნიშნავს, უნდოდა ვინმესთვის გაეზიარებინა.

„ძალიან უცნაური განცდა მაქვს, პირველად მაცვია ნუცას ქვედაბოლო.

სადღაც 13-14 წლის იყო, როცა ვუყიდე. ბოდიში, მძიმე ამბავს თუ გახვევთ თავზე, მაგრამ მინდოდა ვინმესთვის გამეზიარებინა და მიხარია“,- ამბობს მაია ასათიანი.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„წელს, კარმის დაბრუნების წელია და მე მზად ვარ...“ - რა ფოტოებს აქვეყნებს ნეკა დოროყაშვილი

⭕„ან ვენდობი ადამიანს, ან არა... არაფრის მომცემია უმიზეზო ეჭვიანობა“- რუსკა ქარქაშაძე გამომწერების შეკითხვებს პასუხობს

⭕„როცა შეტევები ძალიან გახშირდა, სასწრაფოს გამოძახებაც დაგვჭირდა, მაშინ ვუთხარი დედას, რაც მჭირდა...“ - ნია გუგავა მენტალურ დაავადებაზე

⭕🎥 „ანათებთ, როგორც ყოველთვის“ - ნინუცა ორჯონიკიძის და მარიამ სანოგოს მხიარული ვიდეო მოგზაურობიდან