გადაცემა „მხოლოდ ლელასთან“ სტუმარი მსახიობი ნია გუგავა დედასთან, ეთო გუგავასთან ერთად იყო.
მსახიობმა მენტალურ პრობლემებზე ისაუბრა და მისი ცხოვრების ერთ-ერთი რთული პერიოდი გაიხსენა.
როგორც ნია გუგავა აღნიშნავს, ამ მენტალური დაავადების გამო, ხიდი ააშენა და მიუხედავად დედის თანადგომისა, ამ თემაზე არ ლაპარაკობდა.
„მქონდა მენტალური დაავადება... ხიდი ავაშენე და არ ვსაუბრობდი დედასთან, მაწუხებდა ყოველ დღე და ყოველ წამს, სულ ვტიროდი. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რადგან ორი წელი ვიცხოვრე ისე, რომ მე ვხვდებოდი, რომ ჩემს პრობლემაში ვარ, არ ვუხსნიდი გულს არავის.
მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვგრძნობდი დედის სიყვარულს და თანადგომას, ამ თემაზე ვერ დავუწყე ლაპარაკი, რაც ამ გადმოსახედიდან მიკვირს.
ბოლო პერიოდი იყო, რომ ძალიან მარტივად ვღიზიანდებოდი, მეკითხებოდა რა მჭირდა, ვერ ვეუბნებოდი და ვხვდებოდი ცუდად, მეწყებოდა შეტევა. როცა შეტევები ძალიან გახშირდა, ძალიან ცუდად გავხდი, სასწრაფოს გამოძახებაც დაგვჭირდა, მაშინ ვუთხარი დედას, რაც მჭირდა“,- აღნიშნავს ნია გუგავა.
ცნობისთვის ნია ახალი თაობის მსახიობია, რომელსაც როგორც კინოში, ასევე თეატრშიც უკვე დიდი წარმატებები აქვს.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: